logo_geo
ილია მეორე: ჯვარი იქამდეა მძიმე, ვიდრე მის ტვირთვას მხოლოდ შენს თავზე მინდობილი ცდილობ
- +

15 აპრილი. 2017. 23:59



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში სუიციდის ცოდვაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვინც თვითმკვლელობას შეგნებულად ჩადის, „ვეღარ უძლებს თავისი ჯვრის სიმძიმეს და გამოსავლს ასეთ ქმედებაშიღა ხედავს".


„უპატიებელი ცოდვაა სასოწარკვეთა და სიცოცხლის თვითმკვლელობით დამთავრება. ამ ადამიანებს, სინამდვილეში არასწორი აზროვნება აქვთ. მათი მთავარი შეცდომა ის არის, რომ მარტო ცდილობენ შეეჭიდონ სიძნელეებს და მხოლოდ თავისი შესაძლებობებით სურთ, გაუმკლავდნენ სირთულეებს. ვერ ხვდებიან იმას, რომ ჯვარი იქამდეა მძიმე, ვიდრე მის ტვირთვას მხოლოდ შენს თავზე მინდობილი ცდილობ; როგორც კი ჩვენი პირადი ჯვარი ქრისტეს ჯვრად იქცევა, ანუ ჩვენი ცხოვრება ქრისტეს რწმენითა და მისი მცნებებით განიმსჭვალება, ყოველგვარი დაბრკოლება, ყოველგვარი საშიშროება სხვა განზომილებაში გადადის და აღმოვაჩენთ, რომ უმძიმესი განსაცდელიც კი ჩვენი სიკეთისათვის ყოფილა უფლისგან დაშვებული. ამის შეგნება ჩვენში სიმშვიდეს ასადგურებს და ღვთისადმი იმედით, მადლიერებითა და მორჩილებით განგვაწყობს", - აღნიშნავს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში.


 

big_banner
არქივი