„ჩვენ საკუთარი ჩვევების მონები ვართ. შეცვალე ისინი უკეთესობისკენ და შედეგიც არ დააყოვნებს". - რ. კიოსაკი.
„ბედნიერად ყოფნა ნიშნავს ჩვეულებრივ ნივთებსა და მოვლენებში სიხარულის აღმოჩენას". - გ.უ.ბიჩერ.
„ყველა დიდი გამარჯვება საკუთარ სისუსტეებზე გამარჯვებით იწყება". - ლ. ლეონოვი.
„თუ არ მოგწონს ის, რასაც იმკი, შეცვალე ის, რასაც აკეთებ". - კ. კასტანედა.
„წარუმატებლობა - არის თავიდან დაწყების შესაძლებლობა, ახალი შემართებითა და გამოცდილებით." - ჰ. ფორდი.
„თუ წარმატების მიღწევა გადაწყვიტეთ, ისე უნდა გამოიყურებოდეთ, თითქოს უკვე წარმატებული ხართ." - დ. კარნეგი.
„იყო დრო, მე ვტიროდი იმის გამო, რომ არ მქონდა კედები და მერე დავინახე ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა ფეხები."- ზ.ზიდანი.
„მიჰყევი შენს გზას, დანარჩენებმა კი რაც უნდათ, ის თქვან." - დ. ალიგიერი.
„ყველაფერი მოდის თავის დროზე მათთვის, ვისაც შეუძლია ლოდინი". - ო. დ. ბალზაკი.
„ნუ ეძებთ საუკეთესოს, ეძიეთ საკუთარი, რადგან საუკეთესო თქვენი ყოველთვის ვერ გახდება, მაგრამ თქვენი ყოველთვის საუკეთესოა!" - ოშო.
წყარო: davidkenchadze.ge