პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა სპორტსმენმა ვაჟა მარგველაშვილმა 66-კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
დღეს საქართველის სახელით ევროპის ჩემპიონატზე, კიდევ 4 ძიუდოისტი გამოვიდა.
თემურ ნოზაძე ,ტეტიანა ლევიცკა-შუკვანინი და მარიამ ჯანაშვილი ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ. ხოლო ეთერ ლიპარტელიანი 57-კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის მბრძოლაში კოსოვოს სახელმწიფოს ტერიტორიელ, ნორა ჯაკოვასთან დამარცხდა.