ეგვიპტეში დრა-აბულ-ნაგასთან ახლოს, მდიდრული სამარხში, 6 მუმიის ფერადი ხის განსასვენებლები აღმოაჩინეს, რომლებშიც ათასობით სტატუეტი აღმოჩნდა.
როგორც ადგილობრივი სიძველეების სამინისტრო აცხადებს, მუმიების ასაკი 3 500 წელს შეადგენს და ისინი ვიზუალურად ახალი სამეფოს ეპოქას ეკუთვნის, როგორიც უძველესი ეგვიპტის სახელმწიფოს ახასიათებს, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1550-1069 წლებით თარიღდება.
სამარხი საკმაოდ კარგადაა შემონახული, მასში აღმოაჩინეს უამრავი ხისა და კერამიკის ნივთები, ჭურჭელი - სხვადასხვა თემატური ორნამენტებით.
მეცნიერები ამბობენ, რომ სამარხი T ფორმის სტრუქტურისაა, რაც ახალ სამეფოს ახასიათებდა - სამლოცველო სივრცით, დიდი დარბაზით, შიდა ოთახებით.
მეცნიერები სამარხისა და მუმიების გამოკვლევებს აპირებენ, რათა მათი გარდაცვალების მიზეზი, მაშინდელი საცხოვრებელი პირობები და სხვა გარემოებები შეისწავლონ.