"ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც დღეს აღნიშნავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
„აღდგომა გვავსებს სიხარულითა და იმედით – სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების რწმენით. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვუსურვებ მათ ბედნიერებას, მშვიდობას, სიკეთეს და ჯანმრთელობას. ქრისტე აღდგა!“,- წერს მილოცვაში ირაკლი ღარიბაშვილი.