გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 334 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 52-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხუთ კოვიდცენტრში 121 პაციენტი მკურნალობს, 26 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 795 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 222 და გამოჯანმრთელდა 13 780 ინფიცირებული პაციენტი