საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 246 ადამიანს, მათგან კორონავირუსი 39 პირს დაუდასტურდა.
მათივე ცნობით, ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 113 ინფიცირებული პაციენტი, 23 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ორი კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი.
საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 14 834 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 823 პაციენტი და გარდაიცვალა 224 ინფიცირებული.