უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებითა და ფაქტებით.
მისივე თქმით, უკრაინა-საქართველოს შორის დღევანდელი ურთიერთობები ემყარება პირველ რიგში უკრაინისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივ მიზნებს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით.
„მე დარწმუნებული ვარ, ევროკავშირსა და NATO-ში ჩვენი ქვეყნების შესვლა მხოლოდ დროის საკითხია. ჩვენი მხრიდან, საქართველოს და უკრაინის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რათა მიაღწიონ ამისთვის საჭირო კრიტერიუმებს“, – განაცხადა შმიგალმა ქართველ კოლეგასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.