logo_geo
ნიკოლა სარკოზის პატიმრობა ემუქრება
- +

22 ივნისი. 2021. 20:16

 

 

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეზე პატიმრობა ემუქრება.

 

Euronews-ის ცნობით, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ემუქრება თუ არა სარკოზის თავისუფლების აღკვეთა 2012 წელს წინასააჩევნო კამპანიისთვის გათვალისწინებულზე 2-ჯერ მეტი თანხის დახარჯვის გამო.

 

ბრალდების მხარე ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ 6-თვიან პატიმრობას, შემდეგ 6-თვიან პირობით სასჯელსა და გირაოს სსახით 3 750 ევროს ითხოვს. თავად სარკოზი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

 

აღსანიშნავია, რომ კორუფციულ გარიგებებში მონაწილოების გამო სარკოზი მიმდინარე წლის მარტში დამნაშავედ სცნეს, რაც მან გაასაჩივრა. ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი