2021 წლის 1-ელი მაისიდან 27 ივნისის ჩათვლით პერიოდში, 1,636 ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1,433 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 18-ჯერ აღემატება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორცილებული ექსპორტს, რომლის ღირებულებაც 73 ათასი აშშ დოლარი იყო.
აღნიშნულ პერიოდში, ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო ფასი გაზრდილია 7%-ით და 0.88 $/კგ შეადგენს.
მიმდინარე წელს წარმოებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, ძირითადად, რუსეთსა (938 ტონა) და სომხეთში (649 ტონა) განხორციელდა.