logo_geo
ემანუელ მაკრონი: ქაბულში ძალიან დაძაბული სიტუაციის წინაშე ვდგავართ
- +

26 აგვისტო. 2021. 22:52

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მომდევნო საათები ქაბულში და მის აეროპორტში უკიდურესად სახიფათო იქნება.

დუბლინში, ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ კონფერენციაზე მაკრონმა აღნიშნა, რომ ქაბულის აეროპორტის გარშემო სიტუაცია სერიოზულად გაუარესდა.

 

„ჩვენ ძალიან დაძაბული სიტუაციის წინაშე ვდგავართ და კოორდინაციას ვახდენთ ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან. შეიძლება სიტუაცია უკონტროლო გახდეს“, - განაცხადა მაკრონმა.

 

მისივე თქმით, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე საფრანგეთის ელჩი ავღანეთში არ დარჩება.

 

შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტთან ცოტა ხნის წინ ორი თავდასხმა მოხდა, რასაც სულ მცირე 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი