საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე ქართული მხატვრული, ანიმაციური და დოკუმენტური ფილმების, თეატრალური სპექტაკლებისა თუ სხვა ღონისძიებების აფიშებისა და პროგრამების ელექტრონული ვერსია განთავსდა.
საქართველოს ეროვნული არქივის კოლექცია ასეულობით აფიშასა და სპექტაკლის პროგრამას მოიცავს, მათ შორის უძველესი 1880 წლით თარიღდება. დოკუმენტები ელექტრონულ ფორმატში ეტაპობრივად გადაჰყავთ.