პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქალაქ ოზურგეთში კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია დაიწყო.
სამუშაოების შესასრულებლად, რეაბილიტაციის სახელშეკრულებო ღირებულება 2 687 700 ლარია.
„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა 4-წლიანია და ქვეყნის 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტს მოიცავს. ის ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას - სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას.