მსახიობი, მაკა ძაგანია ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში თავის ფობიებზე საუბრობს.
„ბევრი ფობია მაქვს, მაგრამ საბოლოოდ, ეს ყველაფერი სიკვდილის შიშამდე მიდის. სავარაუდოდ, ჩემი ყველა ფობია სიკვდილის შიშს უკავშირდება. მაგალითად, ახალ ლიფტებში მარტო ვერ შევდივარ, რადგან როცა რკინის კარი იკეტება, მგონია, 3 ვაკუუმი იქმნება და რომ გავიჭედო, ჰაერი არ მეყოფა, მოვკვდები. ძველ 3 ლიფტებში შესვლის არ მეშინია: ვფიქრობ, რომ გავიჭედო, ჰაერი მაინც მოძრაობს და არ გავიგუდები.“ - ამბობს მსახიობი.