logo_geo
მაია სტეფნაძე: თუ არჩევანის გაკეთება მომიწევს...
- +

6 მაისი. 2017. 11:57


 

„ვერავინ მეტყვის, რომ ჯაჯანიძის შოუს რეიტინგი დაუვარდა", - ამის შესახებ პროდიუსერმა მაია სტეფნაძემ „პრაიმტაიმს" განუცხადა და გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „სხვა რაკურსს" „იმედზე" დაწყებული ახალი გადაცემა „პრაიმშოუ" ჩაანაცვლებს.


როგორც სტეფნაძე აცხადებს, როდესაც „პრაიმშოუს" პროდიუსერობა შესთავაზეს, არჩევანის წინაშე არ დაუყენებიათ. მისი თქმით, ის ორივე გადაცემის პროდიუსერობას ერთმანეთს უთავსებს.

 

„ნოე სულაბერიძემ მოიტანა „პრაიმშოუს" პროექტი „იმედში". მანვე დააკომპლექტა წამყვანების ჯგუფი. მიმიწვიეს მთავარ პროდიუსერად. ფორმატი ცოტათი შეიცვალა. ასე რომ, „პრაიმშოუს" მაღალ რეიტინგში წვლილი მეც მიმიძღვის. როცა ახალი პროექტის მთავარი პროდიუსერობა შემომთავაზეს, არჩევანის წინაშე არავის დავუყენებივარ. ვთქვი, რომ შევითავსებ ორივე შოუს პროდიუსერობას. ჯერჯერობით ასე გრძელდება. თქვენ ნახეთ ახალი გადაცემის ანონსი. დღეს ვნახე რეიტინგებიც და დავრწმუნდი, რომ ორივე დიდი ტოქშოუს პროდიუსერობას ჯერჯერობით წარმატებით ვუძღვები. ვერავინ მეტყვის, რომ ჯაჯანიძის შოუს რეიტინგი დაუვარდა. მაშ, რატომ გაჩნდა ეს კითხვა, ვერ მივხვდი. რას ნიშნავს ჩანაცვლება. „პრაიმშოუ" შაბათის სატელევიზიო ბადეში ზის, „სხვა რაკურსი" ხუთშაბათს გადის ეთერში. რეიტინგი ორივე გადაცემას აქვს... თუ არჩევანის წინაშე დამაყენებდნენ, არ დავთანხმდებოდი ახალი პროექტის მთავარ პროდიუსერობას. „სხვა რაკურსი" რომ ასეთი წარმატებული გამხდარიყო, ჩემს ჯგუფთან ერთად ჩადებული მაქვს სისხლი, სული, ხორცი და ყველაფერი. გიასთან ერთად ძალიან კარგ გადაცემას ვაკეთებთ. ამ შოუების მაყურებელი სხვადასხვა სეგმენტია, თემები არ ემთხვევა და ერთი მეორეს ხელს არ უშლის. თუ მაინც მომიწევს არჩევანის გაკეთება, გულწრფელად გეუბნებით, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ მე „ჯაჯანიძის შოუს" ავირჩევ", - აცხადებს სტეფნაძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი