logo_geo
ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენები უცნაური ფიზიკური მონაცემებით
- +

6 მაისი. 2017. 15:04


 

რით შეიძლება გაგვაკვირვოს ადამიანის სხეულმა? მოდით, ვნახოთ ადამიანები, რომლებიც გინესის რეკორდების წიგნში  თავიანთი გამორჩეული ანატომიური ან უბრალოდ, გარეგნობასთან დაკავშირებული თავისებურების გამო მოხვდნენ.


 

მეჰმეთ ოზიურეკი - ყველაზე გრძელი ცხვირის პატრონი მთელ მსოფლიოში. მისი ცხვირის სიგრძე 8,8 სანტიმეტრია.

Description: 18 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენი უცნაური ფიზიკური მონაცემებით

 

 

სინდი ჯეკსონი - რეკორდსმენი გაკეთებული პლასტიკური ოპერაციების რაოდენობის მიხედვით. სინდი 58 წლისაა და ბოლო 25 წლის მანძილზე 52-ჯერ დაწვა პლასტიკური ქირურგის მაგიდაზე. მან გადაიკეთა თითქმის ყველაფერი, რისი გადაკეთებაც შეიძლებოდა. 

Description: 18 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენი უცნაური ფიზიკური მონაცემებით

 

 

ემანუელ იარბორო - ოფიციალურადაა აღიარებული ყველაზე მძიმეწონიან სპორტსმენად. ის 319 კილოგრამზე მეტს იწონის. იარბორო სუმოისტია. 

Description: 18 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენი უცნაური ფიზიკური მონაცემებით

 

 

 

 

ენი ჰოკინს-ტერნერი არის ყველაზე დიდი ბუნებრივი მკერდის მფლობელი მთელ მსოფლიოში. მისი მკერდი 40 კილოგრამს იწონის! მისი ბიუსჰალტერის ზომა კი - 102ZZZ-ია!

Description: 18 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენი უცნაური ფიზიკური მონაცემებით

 

 

 

ეივონ დუგა- გინესის რეკორდების წიგნში დაფიქსირებულია, როგორც ყველაზე დიდი აფროს პატრონი.

Description: 18 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენი უცნაური ფიზიკური მონაცემებით

 

 

 

 

ჰარი ტორნერის მეტსახელია „ადამიანი ქაღალდის კანით". მას შეუძლია კანის 15.8 სანტიმეტრით გაწელვა. ამ „ნიჭს" ელერს-დანლოს გენეტიკურ დაავადებას უნდა უმადლოდეს.

 

 

 

 

სარვან სინგხი - მსოფლიოში ყველაზე გრძელი წვერის მფლობელია -  მისი წვერის სიგრძე 2.5 მეტრს აღწევს.

Description: 18 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენი უცნაური ფიზიკური მონაცემებით

 

 

 

ბილი ლეონი და ბენი ლოიდ მაკ-კრერი მსოფლიოში ყველაზე მძიმე ტყუპები იყვნენ. ბილი ლეონი წონაში 328 კილოგრამი იყო, ბენი ლოიდი კი - 338კგ.

Description: 18 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენი უცნაური ფიზიკური მონაცემებით

 

 

 

 

 

ლი რედმონდი - მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფრჩხილების მფლობელი. თავის, დაახლოებით 8-მეტრიან ფრჩხილებს ის იზრდიდა 29 წელი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ლი თავის ფრჩხილებს ავტოკატასტროფის შედეგად გამოემშვიდობა, რომელიც 2009 წელს მოხდა. 

Description: 18 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენი უცნაური ფიზიკური მონაცემებით

 

 

 

სინგხ ჩაუხან რამი - ყველაზე გრძელი ულვაშის მფლობელი. მისი ულვაშის სიგრძე - 4 მეტრი და 30 სანტიმეტრია.

Description: 18 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდსმენი უცნაური ფიზიკური მონაცემებით

 

 

სულტან კიოსენი, რომლის სიმაღლე 2მეტრი და 51 სანტიმეტრია, დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე მაღალი ადამიანია. 

 

 

რობერტ პერშინგ უოდლოუ - ისტორიაში ყველაზე მაღალი ადამიანია. რეგისტრაციის დროს მისი სიმაღლე 2 მეტრი და 72 სანტიმეტრი იყო. უოდლოუ 1940 წლის ივლისში გარდაიცვალა.

 

 

 

 

ინდოელი იოტი ამგე არის ყველაზე პატარა ქალი მსოფლიოში. მისი სიმაღლე სულ რაღაც 62.8 სანტიმეტრია, წონა კი - 5.230 კგ. მისი ზომები ახონდროპლაზიის ბრალია - დაავადება, რომელიც იწვევს გარკვეული ძვლების განვითარების დაზიანებას. 

 

 

 

სუპატრა სასუფანი მსოფლიოში ყველაზე ჭარბთმიანი მოზარდი გოგონაა. ჭარბთმიანობა გენეტიკური დაავადებითაა გამოწვეული. როგორც თავად გოგონა ამბობს: „ჭარბთმიანობა განსაკუთრებულს მხდის".

 

 

 

ჩინელი ხი ქიუპინგი - მსოფლიოში ყველაზე გრძელი თმის პატრონია. მისი თმის სიგრძე 5,5 მეტრია. ქალი მას 30 წელი იზრდიდა.

 

 

 

გერმანელი როლფ ბუხოლცი არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტი პირსინგი აქვს. 2010 წლის აგვისტოში მას 453 პირსინგი ჰქონდა.

 

 

 

ნეპალელი ჩანდრა ბახადურ დანგი მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანია. მისი სიმაღლე - 54.9 სანტიმეტრია

 


 

წყარო: einteres.ge 

 

 

 

 

big_banner
არქივი