logo_geo
ჩეხეთი და სლოვაკეთი არავაქცინირებული ადამიანებისთვის შეზღუდვებს აამოქმედებს
- +

22 ნოემბერი. 2021. 20:13

 

 

ავსტრიის შემდეგ, არავაქცინირებული ადამიანებისთვის შეზღუდვები ამოქმედდება ჩეხეთსა და სლოვაკეთშიც. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

აუცრელ მოქალაქეებს ეკრძალებათ სასტუმროებში, ბარებში, სალონებში შესვლა, ასევე სხვადასხვა საჯარო ღონისძიებაზე დასწრება. ზომების გამკაცრება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ფონზე გახდა საჭირო. მედიის ცნობით, გადატვირთულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებები.

 

ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის სლოვაკეთს ერთ-ერთი დაბალი ვაქცინაციის მაჩვენებელი აქვს. ქვეყანაში ორივე დოზით სრულად მხოლოდ მოსახლეობის 43.2 პროცენტი არის აცრილი, მაშინ, როდესაც ჩეხეთის რესპუბლიკაში მინიმუმ ერთი დოზით 60%-ია ვაქცინირებული.

 

ახალი ზომების თანახმად, შეზღუდვა არ ეხებათ ადამიანებს , რომლებიც აცრილები არიან ან, რომლებმაც გადაიტანეს კორონავირუსი ბოლო ექვსი თვის მანძილზე.

 

ჩეხეთის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე მსჯელობს, რომელიც მოგვიანებით შესაძლოა ქალაქის ჩაკეტვისა და ლოკდაუნისთვის გამოიყენონ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი