ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 285 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 285 043 163 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 425 817 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 53 875 553 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 823 307 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. დადასტურებული შემთხვევების რიცხვით მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთი (12 630 554), მესამეზე კი საფრანგეთია (9 639 037).