logo_geo
ირაკლი კობახიძე: ყველას ერთად მოგვეჭრა თავი, როცა...
- +

12 მაისი. 2017. 17:21



წარსულის გამოცდილებამაც გვიჩვენა, რომ პირდაპირ არჩევნებს უარყოფითი გავლენა ამ წლების განმავლობაშიც ჰქონდა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის განვითარებული პროცესებიც გაიხსენა და მოვლენები ქვეყნის თავის მოჭრად შეაფასა.


წარსულის გამოცდილებამაც გვიჩვენა, რომ პირდაპირ არჩევნებს უარყოფითი გავლენა ამ წლების განმავლობაშიც ჰქონდა, მათ შორის, უფლებამოსილების განაწილებაზე. ყველას ერთად მოგვეჭრა თავი, როცა პრეზიდენტი და პრემიერი ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ. მთელ ქვეყანას თავი მოეჭრა და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პირდაპირი ლეგიტიმაცია იყო, რასაც ვამბობთ, რომ უფლებამოსილებასა და ლეგიტიმაციას შორის დისბალანსია. შავით თეთრზე წერია, რომ ეს პრემიერის პრეროგატივა იყო და ასოცირების შეთანხმებაზე ხელი პრემიერს უნდა მოეწერა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

big_banner
არქივი