logo_geo
არჩილ თალაკვაძე: მგონი გიორგი კანდელაკს დაავიწყდა, რომ...
- +

18 მაისი. 2017. 21:13



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ ომბუდსმენის ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ სახალხო დამცველი პარლამენტის კონტროლის მექანიზმია და ხელისუფლებას ეს კარგად ესმის.


„მთელი დღეა რეპლიკებს ვისმენ ომბუდსმენის ანგარიშთან დაკავშირებით. მგონი გიორგი კანდელაკს დაავიწყდა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი, რომ პარლამენტს სახალხო დამცველის ანგარიშები მოესმინა და განეხილა. თქვენ სახალხო დამცველს ღამღამობით უსმენდით, როცა ხალხი არ იყო. შემდეგ ცნობად იღებდით ანგარიშებს და თაროებზე ასაწყობებდით. მოვიდა დრო, როცა ეს ანგარიშები თაროებიდან ჩამოიღეს.

 

ქალბატონმა ელენემ იმ პრობლემების შესახებ ბრძანა, რაც ანგარიშებში იყო და უნდა გაგეთვალისწინებინათ. გაკვეთილები ძალიან მნიშვნელოვანია და ვინც გაკვეთილებს ითვალისწინებს, წინ მიდის და ბევრად უფრო მალე ვითარდება. სახალხო დამცველის რეკომენდაციების იგნორირებას არ ვაპირებთ. სახალხო დამცველი ჩვენი პარლამენტის კონტროლის მექანიზმია და ეს ჩვენ ძალიან კარგად გვესმის", - აღნიშნა თალაკვაძემ.


 

big_banner
არქივი