logo_geo
ჰეილი ბიბერი სელენა გომესის ფანებმა კვლავ გააკრიტიკეს - ამჯერად ის სკანდალის ეპიცენტრში მეგობრის გამო აღმოჩნდა
- +

2 ივნისი. 2022. 01:21

 

 

ცოტახნის წინ ჰეილი ბიბერმა Tik-Tok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ არავის უსურვებს ბოროტებასა და ცუდ ამბებს, კრიტიკოსებს კი სთხოვა, რომ მშვიდად ცხოვრების უფლება მისცენ. მაგრამ, მოდელი კვლავ თავდასხმის მსხვერპლი გახდა. სელენა გომესის ფანები ჰეილის მისი ახლო მეგობრის, ამერიკელი მომღერლის ჯასტინ სკაის გამო აკრიტიკებენ.

 

შაბათ-კვირას ჯასტინმა თავის სოციალურ ქსელში რამდენიმე ისტორია გამოაქვეყნა, სადაც სელენა გომესი გააკრიტიკა და თქვა, რომ იმის ნაცვლად, რომ "საკუთარ კომეტიკურ ბრენდს" მიხედოს, Tik-Tok-ის ანგარიშზე ყოველდღიურად აქვეყნებს ვიდეოებსო.

 

 

მომღერლის თაყვანისმცემლებმა მაშინვე სელენას დაცვა დაიწყეს და გააკრიტიკეს არა მხოლოდ თავად ჯასტინი, არამედ ჰეილი ბიბერიც - მომხმარებლებმა უამრავი შეურაცხმყოფელი კომენტარი დატოვეს. ჯასტინ სკაიმ სკანდალის შემდეგ თქვა, რომ მისი ანგარიში გატეხეს და რეალურად სელენაზე დამცინავი წინადადებები მას არ დაუწერია.

 

თაყვანისმცემლებმა კი ეს ამბავი არ დაიჯერეს და ჩათვალეს, რომ ამ გზით ჯასტინი როგორც საკუთარი თავის, ასევე ჰეილი ბიბერის დაცვას ცდილობს.

 

 

big_banner
არქივი