logo_geo
შაკირამ პიკესთან დაშორება დაადასტურა - ფეხბურთელმა მას ყოფილი თანაგუნდელის დედასთან უღალატა
- +

4 ივნისი. 2022. 21:00

2011 წელს დაწყებული შაკირას და პიკეს სიყვარულის ისტორია დასრულდა. შაკირამ ახლახანს სოციალური ქსელის სსუალებით დაადასტურა რომ მათი ურთიერთობა დასრულდა.

 

გულისწყვეტით ვადასტურებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩვენი გზები გაიყო, თუმცა, შვილების კეთილდღეობა ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება. უმორჩილესად გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ამ საკითხს და პატივი სცეთ ჩვენს პირად სივრცეს“, აცხადებს შაკირა.

შა­კი­რამ საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი სხვა ქალ­თან ერ­თად სა­წოლ­ში "გა­მო­ი­ჭი­რა.“ რო­გორც ეს­პა­ნუ­რი გა­მო­ცე­მა El Periodico წერს, ისი­ნი უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა ცალ-ცალ­კე ცხოვ­რო­ბენ.

როგორც ცნობილი გახდა, პიკემ შაკირას თავისი ყოფილი გუნდის, „ბარსელონას“ მოთამაშის დედასთან უღალატა.

 

გავი 18 წლის ესპანელი ფეხბურთელია, რომელიც პიკესთან ერთად ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. გავრცელებული ინფორმაციით, ღალატის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მან პიკეს „ინსტაგრამზე“ გამოწერა გაუუქმა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას შემ­დეგ, რაც შა­კი­რამ ღა­ლა­ტის შე­სა­ხებ გა­ი­გო, პიკე სახ­ლი­დან გა­ა­ძე­ვა. ახლა ფეხ­ბურ­თე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი, მარ­ტო­ხე­ლა კა­ცის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს და წვე­უ­ლე­ბე­ბის ხში­რი სტუ­მა­რია.

 

ესპანური Hola!-ის ცნობით, 28 მაისს მომღერლის სახლში სიმშვიდე არ ყოფილა. გამოცემამ გააზიარა რამდენიმე კადრი, რომელიც გადაიღეს ვარსკვლავების სახლში Esplugues de Llobregat-ში. ფოტოზე გამოსახული იყო სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც ანერვიულებული შაკირა გადაჰყავდა. თვითმხილველების თქმით, მომღერალს ძლიერი პანიკური შეტევა დაემართა - ტირილის შეუწყვეტლად თითქოს იხრჩობოდა. ამასობაში ჟერარ პიკე სასწრაფო დახმარების მანქანასთან სერიოზული სახით იდგა. სურათებზე ასევე ჩანს მომღერლის დედა, ნიდია დელ კარმენ ტორადო, რომელიც აშკარად შეწუხებული იყო ქალიშვილის მდგომარეობით.

ახლა შაკირა უკვე უკეთ გრძნობს თავს და მეუღლის სახლში მივიდა, ცხადია, ბავშვების სანახავად.

big_banner
არქივი