logo_geo
ჯონ ლენონის ქვრივი ცნობილი ჰიტის, Imagine-ს თანაავტორად აღიარეს
- +

15 ივნისი. 2017. 21:37


ლეგენდარული მუსიკოსის, ჯონ ლენონის ქვრივი იოკო ონო ცნობილი ჰიტის, Imagine-ს თანაავტორად აღიარეს. ამის შესახებ CNN იტყობინება.


გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის მუსიკალურ გამომცემელთა ასოციაციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ იოკოს სრული უფლება აქვს სიმღერის თანაავტორად მოიხსენიებოდეს.


ასოციაციამ 84 წლის ონო საპატიო პრემიითაც დააჯილდოვა. დაჯილდოვების ცერემონიაზე 1980 წლით დათარიღებული ვიდეოც აჩვენეს, სადაც ჯონ ლენონი აცხადებს, რომ Imagine-ს შექმნაში იოკომ დიდი როლი ითამაშა და სწორედ ის იყო სიმღერის მუზა და მთავარი სულის ჩამდგმელი. ის ასევე ამბობს, რომ სიმღერის კონცეფცია და ტექსტი მეუღლის წიგნიდან Grapefruit აიღო.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი