logo_geo
ბარაქ ობამამ შემთხვევით ბიონსესა და ჯეი ზის ტყუპების სქესი გაამხილა
- +

16 ივნისი. 2017. 23:59



აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, შესაძლოა, შემთხვევით ბიონსესა და ჯეიზის ტყუპების სქესი გაამხილა.


საქმე იმაშია, 15 ივნისს ცნობილი გახდა, რომ SONGWRITERS HALL OF FAME -მა (კომპოზიტორების დიდების დარბაზი) ჯეი ზი მიიწვა , რათა მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადასცეს. ამავდროულად, ჯეი ზი პირველი ჰიპ-პოპ შემსრულებელი გახდა, რომელმაც აღნიშნული პრესტიჟული ჯილდი დაიმსახურა.


სწორედ, აღნიშნული ჯილდოს მიღება მიულოცა ობამამ ჯეიზის და ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ერთი საინტერესო დეტალი გაჟღერდა.


„ჯეი და მე ჭკუას ვკარგავთ ჩვენს გოგოებზე, თუმცა ის ჩემს დამარცხებას აპირებს მას შემდეგ, რაც ეს ტყუპები გაჩნდებიან" , - ამბობს ობამა ვიდეოში.


ვიდეოს გავრცელებისთანავე ბიონსესა და ჯეი ზის ფანები თვითერზე წერენ, რომ ობამამ უნებლიედ ტყუპების სქესი გაამხილა, რასაც ასე საგანგებოდ მალავს ტვინი.


სოციალურ ქსელში წერენ, რომ „ტყუპების გაჩენის შემდეგ ობამას" მარცხი იმის მანიშნებელია, რომ ბიონსე ორ ტყუპ გოგონას ელოდება. ვინაიდან, ბარაქ ობამა ორი გოგონას მამაა, ჯეიზი და ბიონსეს კი ერთი გოგონა უკვე ყავთ, ტყუპების გაჩენის შემთხვევაში, ჯეი ზი სამი გოგოს მამა გახდება და ობამასაც „დაამარცხებს."


ბიონსესა და ჯეი ზის ერთი ქალიშვილი , ბლუ ივი ჰყავთ, რომელიც 2012 წელს გაჩნდა


მიმდინარე წლის თებრვალში ცნობილი გახდა, რომ ვარსკვლავური წყვილი ტყუპების მშობლები გახდებოდა. ბიონსემ ინსტაგრამზე წამოზრდილი მუცლით ფოტო გამოქვეყნა. კომენტარში კი აღნიშნავს, რომ საოცრად ბედნიერები არიან, რადგან მათი ოჯახი ორი წევრით იზრდება.


 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი