logo_geo
ირაკლი შოთაძე „ციანიდის საქმეზე“: სპეკულირებაა, რომ რაღაც დარღვეულია
- +

27 ივნისი. 2017. 11:03


მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე საპროცესო მოქმედებები კანონის მკაცრი დაცვითაა ჩატარებული.


„ციანიდის საქმეზე" დასმულ კითხვაზე, რატომ არ მოხდა საქმეში მტკიცებულებების მოპოვების და დეკანოზ გიორგი მამალაძის ბარგის გაჩხრეკის ვიდეოგადაღება გამოძიების მიერ, მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ საქმეზე ყველა საპროცესო მოქმედება კანონის მკაცრი დაცვითაა ჩატარებული.


ყველა საპროცესო მოქმედება კანონის მკაცრი დაცვითაა ჩატარებული. სპეკულრირებაა, რომ რაღაც დარღვეულია. თუ რაიმე დარღვევაა, ამისთვის სასამართლო არსებობს", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 


 

big_banner
არქივი