„დასავლეთი მზად არის, ბოლო ძალები მოიკრიბოს და საქართველოში როგორმე ცეცხლი დაანთოს“, - ამის შესახებ პოლიტიკური ექსპერტი მიხეილ ჟღენტი „რეპორტიორთან“ ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ნათლად გვიჩვენებს დასავლეთის ჰეგემონიის დასასრულს.
„არაფერი ახალი სუს-ს არ უთქვამს. ჩვენი ორგანიზაცია, ,,სოლიდრობა მშვიდობისათვის“ სატელევიზიო პლატფორმაზე დიდი ხანია ამაზე საუბრობს. მოგეხსენებათ, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ნათლად გვიჩვენებს დასავლეთის ჰეგემონიის დასასრულს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ მაინც შესწევთ ძალა, კოლონია საქართველოში დაანთონ ხანძარი. დიახ, კ ო ლ ო ნ ი ა , ეს ქვეყანა „დამოუკიდებლობის“ ოცდათორმეტი წლის თავზეც ყველა მონაცემით კოლონიაა. ქვეყანა, რომელიც მის მიმართ მტრულად განწყობილი უკრაინის დროშას აფრიალებს სახელმწიფო ორგანიზაციის შენობებზე, კოლონიაა და უარესიც... ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩვენ დიდი ნაბიჯებით მივდიოდით აქეთკენ. როგორც კი პირველად გააჟღერა სუს-მა ინფორმაცია „ბოევიკების“ აქ მომზადებაზე, მაშინვე უნდა დაებარებინათ პოლონეთის, უკრაინის და ევროკავშირის ელჩები, მაგრამ კოლონია საქართველოს მუქთახორა საგარეო სამინისტროს ამის არც უფლება და არც კომპეტენცია არა აქვს. პირველი ნაბიჯი ეს უნდა ყოფილიყო, ამ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. მეორე, ნაბიჯი სწორი იყო... ხალხს გვითხრეს, გადატრიალებას გვიმზადებენ და მაგრად დადექითო. ჩვენც „მაგრად“ ვდგავართ, ვაი ჩვენს პატრონს...“ - აცხადებს მიხეილ ჟღენტი.
ინტერვიუ სრულად იხილეთ:
https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=215464