logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: უნგრელ ხალხს ნამდვილად გაუმართლა, რომ ასეთ რთულ, არაპროგნოზირებად დროს ჰყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს ემსახურება
- +

12 ოქტომბერი. 2023. 15:58

 

 

“უნგრელ ხალხს ნამდვილად გაუმართლა, რომ ასეთ რთულ, არაპროგნოზირებად დროს ჰყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს ემსახურება”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, კახეთში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, რომელიც შეეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, უსაფრთხოება, თავდაცვის საკითხებს, განათლებას, კულტურას. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა მიმართულებით მათ ხელშესახები წინსვლა და შედეგები გააჩნიათ. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი დღეც ორი ქვეყნისა და ხალხის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.

 

ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ დღეს საქართველო იმყოფება საკმაოდ რთულ ვითარებაში, რადგან მთელს მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარება ძალიან შეცვლილია - განსაკუთრებით კი ევროპის კონტინენტზე, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. პრემიერმა რუსეთის მიერ ოკუპაციაზეც ისაუბრა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არსებულ მიღწევებსაც შეეხო.

 

ბოლო 10 წელიწადში ჩვენმა მთავრობამ და პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთა მაქსიმუმი, საქართველოს ევროპასთან დასაახლოებლად. თუ რაიმე კონკრეტული შედეგის მიღწევა იყო შესაძლებელი, ეს ყველა შედეგი სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო. იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის გაფორმება ევროპასთან, თუ უვიზო რეჟიმის მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი