logo_geo
გურამ მაჭარაშვილი: პრეზიდენტი, პრაქტიკულად, საკონსტიტუციო ორგანოებთან შევიდა კონფრონტაციაში
- +

19 ოქტომბერი. 2023. 10:43

 

 


რეალურად, საქართველოს პრეზიდენტი ატარებს უკვე იმ ტვირთს, რასაც ჰქვია კონსტიტუციის დარღვევა და ეს მას სამახსოვროდ გადასცა საკონსტიტუციო სასამართლომ სამუდამოდ. ამ ტვირთის ტარება ნამდვილად არაა მარტივი და უკვე მის არაადეკვატურობაზე აისახა, როდესაც მყისიერად, იმ საღამოს გამოვიდა და ხალხსაც შეურაცხყოფა მიაყენა, საკონსტიტუციო სასამართლოს შეურაცხყოფა მიაყენა. პრაქტიკულად, საკონსტიტუციო ორგანოებთან შევიდა კონფრონტაციაში - ამის შესახებ ‘’ხალხის ძალის’’ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი არაადეკვატური გახდა.

 

‘’პარლამენტთან, მთავრობასთან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სახალო დამცველის აპარატთან. არ დატოვა არავინ და არაფერი, სადაც კონფლიქტი არ ჰქონოდა და ეს ყველაფრი შემდეგ დაადასტურა საქართველოს პარლამენტში. არეულია უკვე, არაადეკვატური გახდა. ისიც რომ დეპუატების, მათ შორის ოპოზიციონერი დეუტატების შეკითხვებს საერთოდ არ უპასუხა, ესეც ჯდება ზუსტად იმ ნარატივში, რასაც ჰქვია შეურაცხყოფის მიყენება’’ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი