logo_geo
რატი ბრეგაძე: უკვე დადგენილი ფაქტია, რომ სახელმწიფოს მეთაურმა დაარღვია კონსტიტუცია, რაც ჩემთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, ძალიან სამწუხაროა
- +

19 ოქტომბერი. 2023. 11:50

 

 

უკვე დადგენილი ფაქტია, რომ სახელმწიფოს მეთაურმა დაარღვია კონსტიტუცია, რაც ჩემთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, ძალიან სამწუხაროა“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

 

ამასთან დაკავშირებით უნდა ისაუბროთ პროკურატურასთან. ზოგადად, თუკი ვინმე ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია დაიწყოს გამოძიება. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ჩემთვის პირადად, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, ძალიან სამწუხაროა ის, რომ უკვე არის დადგენილი ფაქტი, რომ სახელმწიფოს მეთაურმა დაარღვია კონსტიტუცია“, - აღნიშნა ბრეგაძემ.

 

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია კი 90-მა დეპუტატმა გაიარა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია - ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.

 

 

big_banner
არქივი