logo_geo
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი თავისი ტექსტით გუშინ გამოგვეცხადა, როგორც პავლიკა მოროზოვი, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე
- +

19 ოქტომბერი. 2023. 14:10

 

 

ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლის ტექსტი კიდევ ერთხელ შეაფასა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა იყო არა მარტო შეურაცხმყოფელი ინსტიტუტების მიმართა, არამედ ზრდილობის ზღვარს მიღმა გადასულ პასაჟებს შეიცავდა.

 

განსაკუთრებით მძიმე იყო ის პასაჟი, რომელიც უკავშირდებოდა შვილების თემას. ყველაზე საინტერესო იყო, რომ, მოგვიანებით ვნახე, ის ამას კითხულობდა. შეიძლება, რაღაც წამოგცდეს, როგორც მაგალითად, ანა ნაცვლიშვილს წამოსცდა ორიოდე თვის წინ, მაგრამ ეს იყო დაწერილი ტექსტი, პავლიკა მოროზოვის ტექსტი მას ჰქონდა დაწერილი ქაღალდზე და ამას კითხულობდა. სინამდვილეში, გუშინ თავისი ტექსტით სალომე ზურაბიშვილი გამოგვეცხადა, როგორც პავლიკა მოროზოვი, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე. ეს იყო ამ ტექსტის ერთადერთი რელევანტური შეფასება“, - განაცხადა კობახიძემ.

 

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია კი 90-მა დეპუტატმა გაიარა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია - ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.

 

 

big_banner
არქივი