logo_geo
შალვა პაპუაშვილ: ევროკომისიისგან შინაარსობრივად იყო რამდენიმე რეკომენდაცია, რაც გავითვალისწინეთ
- +

25 ოქტომბერი. 2023. 14:02

 

 

მინდა, ევროკომისიას მადლობა გადავუხადო. ბოლო პერიოდში ევროკომისიასთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა. საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მათთან კომუნიკაციით და შეთანხმებით გატარდა, ინიცირებული იქნა. მათ შორის შინაარსობრივად იყო რამდენიმე რეკომენდაცია, რაც გავითვალისწინეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

„ეს თანამშრომლობა ძალიან პროდუქტიული იყო და აქედან გამომდინარე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ყველა იმ საკითხს, რაზეც საუბარი იყო საქართველოში ბორელის ყოფნის დროს, კეთილსინდისიერად ვუპასუხეთ და ცვლილებები განვახორციელეთ. ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ ის ძალისხმევა შეფასდება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გასწია წელიწად-ნახევრის განმავლობაში. შესაბამისად, ეს ძალისხმევა იქნება დაფასებულიც და შეფასებულიც.“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი