logo_geo
„ქართული ოცნების“ კონფერენციებზე სამტრედიის, ხონის და წყალტუბოს ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს
- +

25 ოქტომბერი. 2023. 18:26

 

 

 „ქართული ოცნების“  პარტიული კონფერენციები იმერეთის მხარეში  გრძელდება. დღეს გამართულ კონფერენციებზე სამტრედიის, ხონის და წყალტუბოს ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

 

  • სამტრედიის ორგანიზაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე უხელმძღვანელებს;

 

  • ხონის ორგანიზაციას - ხონის მუნიციპალიტეტის მერი, ლადო ჯურხაძე;

 

  • წყალტუბოს ორგანიზაციას - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე.

 

26 ოქტომბერს კონფერენციები ქუთაისში, ვანსა და ბაღდათში გაიმართება.

 

 

big_banner
არქივი