ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილის სოციალურ ქსელში ერთი ისტორიის შესახებ წერს:
„ისტორია, რომელიც არაერთგზის გამიმეორებია და პრესაშიც გამომიქვეყნებია....
ბავშვობაში ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა ძველი ბოლშევიკი-დანიელ ივანოვი, რომელმაც ოქტომბრის რევოლუციის დროს ლაგოდეხის ნიკოლოზის სახელობის ვეებერთელა ტაძრიდან ჯვარი მოხსნა და გადმოაგდო.... ძირს თოკების დახმარებით ჩამოასვენეს, პარალიჩმა გლიჯა თავის უღვთო საქმე რომ დაამთავრა...
ცალყბა გამარჯობას ეუბნებოდნენ ხანდაზმული მეზობლები, ხოლო ბებიაჩემი მარუსა, ყოველ ავლა-ჩამოვლაზე ქოქოლას აყრიდა, თუმცაღა მისი შვილები ძალიან უყვარდა და დედასავით დაიტირა უდროოდ გარდაცვლილები...
წითელი კუბოთი და ავტომატების ზალპით დაკრძალეს კომუნისტებმა ,,ღვაწლმოსილი,, ბოლშევიკი...
მარუსა ბაბომ ერთი კი თქვა ,,ჩაძაღლდაო,, და ჭიშკარი მაგრად მოაჯახუნა...
ღვთის სიყვარული და შიში ვისაც არ აქვს, ხატებს ჭრის და ბილწავს - ყველას მოეკითხება!
თქვენი ოჯახები შეიბრალეთ ღვთისმგმობებო, თქვენი ოჯახები და შვილები!!!“, - წერს ჟურნალისტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.