logo_geo
ბათუმში სანაპიროზე შუახნის მამაკაცი მოკლული იპოვეს
- +

22 დეკემბერი. 2023. 10:46

 

 

ბათუმში, სანაპიროზე შუახნის მამაკაცი მოკლული იპოვეს. ინციდენტის დეტალები უცნობია. სავარაუდოდ, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

 

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

 

როგორც უწყებაში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

big_banner
არქივი