logo_geo
კახეთში თანასოფლელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
- +

31 დეკემბერი. 2023. 22:00

 

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში თანასოფლელის განზრახ მკვლელობით ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

 

big_banner
არქივი