logo_geo
ფოთში, ერთ-ერთ ბინაში ორი ცხედარი აღმოაჩინეს
- +

8 თებერვალი. 2024. 20:45

ფოთში, ქუჩიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, ასაკოვანი ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალნენ. ცხედრები ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

big_banner
არქივი