logo_geo
პოლონეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
- +

11 თებერვალი. 2024. 10:53

 

 

პოლონეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, 35, 36 და 43 წლის პირებს ბრალი უკვე წარედგინათ.

 

კერძოდ, დაკავებულები მანქანების საბურავებს განზრახ აზიანებდნენ და ავტომობილებიდან ძვირფასი ნივთები მიჰქონდათ.

 

დაკავებულებისთვის წაყენებული ბრალი პოლონეთის კანონმდებლობით 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

პროკურატურის მოთხოვნით დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

 

 

big_banner
არქივი