logo_geo
19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
- +

20 ივლისი. 2017. 11:47



უზნაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ გამოაცხადა.


მოსამართლემ მიღებული გადაწყვეტილების განმარტებისას ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება გამოიყენა.


დაკითხვისას რობერტ ახალაიამ თქვა, რომ როდესაც გააცნობიერა, რომ მოკლა ანა ხელაძე, დატოვა შემთხვევის ადგილი. მან გამოიცვალა ტანსაცმელი, ჩანთაში ჩადო დანა და დატოვა უზნაძის ქუჩა. ასევე, დადგენილია რომ ქუთაისში მან შეცვალა მობილურ ტელეფონში სიმბარათი", - განაცხადა მოსამართლემ.


მან ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულთან მიმართებაში დაცვის უფლება არ დარღვეულა და სასამართლოში წარდგენილი მასალებიდან ჩანს, რომ ადვოკატი მაშინ ჩაერთო საქმეში, როდესაც რობერტ ახალაიამ ბრალდებულის სტატუსი შეიძინა. მოსამართლის განცხადებით, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის საფრთხრთხეები, რომელიც მოცემულ ვითარებაში სახეზე იყო, კერძოდ, მიმალვის, ხელახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები.



 

big_banner
არქივი