logo_geo
საქართველოს პროკურატურამ გერმანიას და ბელგიას ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მიზნით მიმართა
- +

11 მარტი. 2024. 20:33

 


საქართველოს პროკურატურა გერმანიისა და ბელგიისაგან, ზურაბ ადეიშვილის დაკავებასა და ექსტრადირებას მოითხოვს. ინფორმაცია პროკურატურამ გაავრცელა.

 

 

საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა. „აღნიშნულ შემთხვევაშიც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა გერმანიისა და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით“, - აცხადებენ პროკურატურაში.

big_banner
არქივი