logo_geo
საქართველოში ორკაციან საპატრულო ეკიპაჟთან ერთად, თითოკაციანი ეკიპაჟებიც გამოჩნდება
- +

14 დეკემბერი. 2018. 15:39

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციაში ინერგება ახალი ამერიკული მოდელი, რაც გულისხმობს სტანდარტულ, 2კაციან საპატრულო ეკიპაჟებთან ერთად, ახალი პატრულ-ინსპექტორების დამატებას, რომლებიც პატრულირებას მეწყვილეების გარეშე განახორციელებენ.

 

უწყების განმარტებით, შედეგად, მეტი ყურადღება დაეთმობა ქალაქის ქუჩებში საგზაო მოძრაობის რეგულირებას და პარკირების მოწესრიგების საკითხს.

 

„შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახაბერ საბანაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) ხელმძღვანელმა მაიკლ მაკმენმა პატრულ-ინსპექტორებს სერტიფიკატები გადასცეს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებს ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის ინსცენირება მოუწყვეს, რომელშიც მონაწილეობას ამერიკელი ინსტრუქტორებიც იღებდნენ“, - აცხადებენ შსს-ში.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი