logo_geo
ქუთაისში 4 სასურსათო მაღაზია გაქურდეს
- +

27 იანვარი. 2019. 11:40

 

 

ქუთაისში ნიკეასა და პასილოკის დასახლებებში 4 სასურსათო მაღაზია გაქურდეს. მაღაზიებიდან წაღებულია თანხა. ამ დროისთვის თანხის ოდენობა დაუზუსტებელია. შემთხვევა წუხელ მოხდა. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ბოლო პერიოდში მაღაზიების გაქურდვის ფაქტები გახშირდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობაში არასრულწლოვანი ფიგურირებს, რომელიც იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარზე გამოძიება 177–ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი