logo_geo
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა
- +

31 იანვარი. 2019. 12:25

 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა. ინფორმაცია „რეპორტიორს“ თავად მიხეილ დილიმაშვილმა დაუდასტურა.

 

აქამდე მიხეილ დილიმაშვილი აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

 

შეგახსენებთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თემურ კუპატაძემ თანამდებობა დატოვა. მან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

 

 

big_banner
არქივი