logo_geo
8 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულს, პენიტენციურ დაწესებულებაში გაასამართლებენ
- +

21 თებერვალი. 2019. 01:03

 

გორში 8 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესი ხვალ, რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართება. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

 

პროცესის პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარების გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ბრალდებულის უსაფრთხოებაა.

8 წლის გოგო 25 ოქტომბერს მდინარე ლიახვის ნაპირას მოკლული იპოვეს.

 

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავა, რამდენიმე დღეში კი, ბრალი დაუმძიმდა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი