logo_geo
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას ბრალი დაუმძიმდა
- +

27 თებერვალი. 2019. 17:30

 

 

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას, ლელა ქსოვრელს ბრალი დაუმძიმეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქსოვრელის ადვოკატმა, ნინო ტაბატაძემ განუცხადა, თუმცა დეტალებთან დაკავშირებით არ საუბრობს.

 

ლელა ქსოვრელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაუმძიმეს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, გუშინ, დაცვის მხარეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გადაეცა. სწორედ აღნიშნულის შემდეგ, დაუმძიმეს ქსოვრელს ბრალი.

 

შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს, სანზონაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა გარდაცვლილი გოგონას დედა ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა. ქსოვრელს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

 

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 7 მარტს არის ჩანიშნული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი