logo_geo
ბათუმში არასრულწლოვნებმა მაღაზიიდან 20 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები მოიპარეს
- +

25 აპრილი. 2019. 11:28

 

დაახლოებით 20 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები მოიპარეს არასრულწლოვნებმა ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან. ქურდობა ღამით მოხდა.

 

„წაღებულია 20 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები. უკვე დაიწყო გამოძიება. მაღაზიასთან ახლოს სამი სათვალთვალო ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, რომლებმაც დააფიქსირა ქურდობის ფაქტი. სავარაუდოდ სამი არასრულწლოვანი იყო. მათ ჩალეწეს მაღაზიის ვიტრაჟი და ისე წაიღეს ნივთები“, - ამბობს მაღაზიის მეპატრონე ფატმან თურმანიძე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულში მონაწილე არასრულწლოვნების ვინაობა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს, რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

big_banner
არქივი