logo_geo
ქარელში ტაძრიდან ჯვარი, წინამძღვრის სამოსელი და საცეცხლური მოიპარეს
- +

27 აპრილი. 2019. 12:47

 

ქარელის რაიონში, წმინდა ევაგრეს სახელობის ტაძრიდან ჯვარი მოიპარეს, სადაც წმინდა ნაწილები იყო განთავსებული. ასევე წაღებულია წინამძღვრის სამოსელი და საცეცხლური.

 

„პრაიმტაიმის“ წყაროს ინფორმაციით, ტაძარში მყოფმა სასულიერო პირებმა და მომლოცველებმა ფაქტი დილის მსახურებისას შენიშნეს. ამავე დროს მათ აღმოაჩინეს, რომ მორჩილებაში მყოფი ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ტაძარში აღარ იყო. ადგილზე მხოლოდ ამ პირის ტანსაცმელი, რამდენიმე პირადი ნივთი იპოვეს. არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა მოძღვრის სამოსელი, ჯვარი და საცეცხლური მძარცველმა თაღლითობისთვის, მოწყალების სათხოვნად და თანხის შესაგროვებლად გამოიყენოს.

 

ქურდობის ფაქტის შესახებ პოლიციას უკვე ეცნობა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი