logo_geo
ქედაში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა
- +

3 მაისი. 2019. 11:17

 

აჭარის რეგიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

 

როგორც „პირველი არხის“ ინფორმაციით, ავარია გუშინ საღამოს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხევში გადაიჩეხა.

 

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

ავარიის მიზეზი ჯერ უცნობია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

big_banner
არქივი