logo_geo
თვითმხილველების ინფორმაციით 20-წლამდე ბიჭი რომელიც გარდაიცვალა, ლიანდაგზე განგებ ჩახტა
- +

3 მაისი. 2019. 12:12

 

თვითმხილველები მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დეტალებზე საუბრობენ.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, მემანქანემ მატარებლის დამუხრუჭება სცადა და ახალგაზრდა მამაკაცს ლიანდაგიდან გადასვლისკენ „უწყვეტი სიგნალით“ მოუწოდებდა, თუმცა შეჯახება მაინც მოხდა.

 

„დავინახეთ, რომ ახალგაზრდა ბიჭი განგებ ჩახტა ლიანდაგზე. იქამდე იღიმოდა და რაღაც წინადადებებს ამბობდა. მემანქანემ სცადა, თუმცა ვერ მოახერხა მატარებლის გაჩერება“, - აცხადებენ თვითმხილველები.

 

დაღუპული 20 წლამდე ბიჭია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი