logo_geo
მამაკაცმა რომელმაც შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, მეუღლეს ცეცხლსასროლი ჭრილობები მიაყენა
- +

3 მაისი. 2019. 15:44

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ყანდაურაში მეუღლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 76 წლის ქალი საგარეჯოს კლინიკიდან თბილისში, ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

 

ქალს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული.

 

საგარეჯოს საავადმყოფოს ექიმების განცხადებით, ქალი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 

სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი, დაჭრა. მამაკაცი დაკავებულია. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

big_banner
არქივი