logo_geo
85 წლის მამაკაცს, რომელიც ოთხი ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული, დღეს ბრალს წაუყენებენ
- +

4 მაისი. 2019. 13:28

 

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს დღეს ბრალს წაუყენებენ.

 

85 წლის ომარ გამყრელიძეს გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.

 

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგარეჯოს პოლიციის რაიონულ განყოფილებაში უკვე დაიკითხნენ მოწმეები, ასევე გამოკითხულია ბრალდებული მამაკაციც.

 

სოფელ ყანდაყრაში, სადაც 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

 

4 ადამიანის მკვლელობასა და ერთი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ გუშინ დააკავა. ის საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი